პორტუგალიაში საავტომობილო გზის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
პორტუგალიაში მარმარილოს მომპოვებელი კარიერის თავზე გამავალი საავტომობილო გზის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ალტუ-ალენტეჟუს რეგიონში მოხდა. ძლიერი წვიმის შედეგად, გზის დაახლოებით 100-მეტრიანი მონაკვეთი ჩამოინგრა.
სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენელთა განცხადებით, მარმარილოს მომპოვებელ კარიერში 80 მეტრის სიმაღლიდან ორი მანქანა ჩავარდა. ამჟამად შემთხვევის ადგილას მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.
მაგისტრალი დასახლებულ პუნქტებს ბორბასა და ვილა-ვისოზას აკავშირებს.