პორტუგალიაში, ქალაქ პორტუსთან სასწრაფო დახმარების ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი
პორტუგალიაში, ქალაქ პორტუსთან სასწრაფო დახმარების ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი.
ვერტმფრენის ბორტზე ორი მფრინავი, ექიმი და ექთანი იმყოფებოდნენ, რომლებმაც პორტუს საავადმყოფოში გულთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ქალი ჩაიყვანეს და ბაზაზე ბრუნდებოდნენ.
ვერტმფრენი პორტუდან ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გაფრინდა და დაახლოებით ნახევარ საათში რადარებიდან გაუჩინარდა.
რამდენიმე საათიანი ძებნით მაშველებმა ვერტმფრენის ნამტვრევები მთიან რაიონში იპოვეს. ჯერ უცნობია, რა გახდა კატასტროფის მიზეზი. ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ცუდი მეტეოროლოგიური პირობები იყო.