პორტუგალიაში პოლიციამ 14 პირი დააკავა, რომლებიც დაუდევრობის ნიადაგზე ტყის ხანძრების გაჩენაში არიან ეჭვმიტანილი
პორტუგალიის პოლიციამ ტყის ხანძრებთან დაკავშირებით 14 ეჭვმიტანილი დააკავა, სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, სწორედ ამ ადამიანების დაუდევრობით გაჩნდა ხანძრები.
ბოლო მონაცემებით, პორტუგალიაში ხანძრების შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა. განადგურებულია ათობით სახლი და ათიათასობით ჰექტარი ტყე. სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ ხანძრის უკან, შესაძლოა, კრიმინალური ნიშნები იყოს, რადგან ხანძარი ღამით და უცნაურ გარემოებაში გაჩნდა.
მკვლევრების თქმით, ხანძრის გაძლიერების მიზეზია ის, რომ კლიმატური ცვლილებების ფონზე ტყეები ზედმეტად გამომშრალია. მდგომარეობას ართულებს ძლიერი ქარიც.