პორტუგალიაში კრიშტიანუ რონალდუს ახალი ბიუსტი შექმნეს
პორტუგალიაში კრიშტიანუ რონალდუს ახალი ბიუსტი შექმნეს

მოქანდაკე ემანუელ სანტუშმა, რომელმაც მადეირას აეროპორტისთვის კრიშტიანუ რონალდუს ქანდაკება შექმნა და მის ქმნილებას მთელი მსოფლიო დასცინოდა, პორტუგალიელი ფეხბურთელის ახალი სკულპტურა გააკეთა.

სანტოშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რა რთულად გადაიტანა კრიტიკა წინა ბიუსტის პრეზენტაციის შემდეგ. მას საკუთარი ოჯახის წევრების დაცვაც კი მოუწია თავდასხმებისგან.

ემანუელმა კრიშტიანუს ახალი სკულპტურა 29 მარტისთვის შექმნა – შარშან, სწორედ ამ დღეს იყო ძეგლის პირველი ვარიანტის წარდგენა.