პორტუგალიაში ათასობით ადამიანი უძრავი ქონების შესყიდვისა და ქირის ფასის მატებას აპროტესტებს
პორტუგალიის რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. ათასობით ადამიანი უძრავი ქონების შესყიდვისა და ქირის ფასის მატებას აპროტესტებს. მოძრაობა „სამართლიანი ცხოვრების“ წევრების თქმით, ვითარება ბოლო ორი წლის განმავლობაში მცირედითაც კი არ გაუმჯობესებულა.
პორტუგალიის მემარჯვენე-ცენტრისტულმა მთავრობამ განაცხადა, რომ შემოიღებს ორი მილიარდი ევროს ღირებულების ხარჯების პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს 2030 წლისთვის დაახლოებით 33,000 სახლის აშენებას, მაგრამ აქციის მონაწილეებს ასეთი დაპირებების აღარ სჯერათ.
„მთავრობები გამოდიან სხვადასხვა პოლიტიკითა და ახალი ზომების პაკეტებით, მაგრამ საცხოვრებელი სახლების კუთხით მდგომარეობა ქვეყანაში მხოლოდ უარესდება“,- ამბობენ აქციის მონაწილეები.