პორტუგალია პირველი ოქტომბრიდან ყველა კოვიდშეზღუდვას გააუქმებს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიუ კოშტამ გააკეთა.
„პირველი ოქტომბრიდან კანონით დაწესებული ყველა შეზღუდვა გაქრება და პორტუგალია გადავა იმ ფაზაში, რომელიც ეფუძნება ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობას. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა პორტუგალიის პრეზიდენტმა.
ერთადერთი შეზღუდვა, რომელიც პორტუგალიაში ძალაში დარჩება ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ჰიმერპაკეტებში, საავადმყოფოებსა და ხანდაზმულთა სახლებში პირბადის ტარებას.
პორტუგალიაში ამჟამად სრულად აცრილია 8,5 მილიონი ადამიანი, რაც მოსახლეობის 83,4%-ს შეადგენს. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ პორტუგალიაში მარტის შემდეგ პირველად გაიხსნება ღამის კლუბები, თუმცა სტუმრებს კოვიდპასპორტის წარდგენას მოსთხოვენ.
პორტუგალიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა მილიონზე მეტი ადამიანი. დაიღუპა 17 938 კოვიდინფიცირებული.