პორტლენდის პოლიცია - აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ფოიერვერკებს ისვრიან
პორტლენდის პოლიცია - აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ფოიერვერკებს ისვრიან

პორტლენდში აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის ვითარება იძაბება. როგორც პორტლენდის პოლიციამ „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა, საპროტესტო აქციის მონაწილეები მათი მიმართულებით ფოიერვერკებს ისვრიან.

„ხალხი პოლიციის მიმართულებით ფოიერვერკებს ისვრის. ჩვენ მათ ვურჩევთ, შეწყვიტონ ეს ქმედება. ჩვენ არ გვინდა მათთან დაპირისპირება. ჩვენ გვინდა, რომ დღევანდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიაროს“, – წერია პოლიციის განცხადებაში.

დღეს პორტლენდის მერმა, განაცხადა, რომ ამიერიდან პოლიცია ცრემლსადენ გაზს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ საფრთხე ადამიანების სიცოცხლეს ემუქრება. პოლიციელები ახლა საპროტესტო აქციების დასაშლელად ხმოვან ყუმბარებს იყენებენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ, 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.