პოლტავაში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა, დაშავებულია 219 ადამიანი
პოლტავაში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა, დაშავებულია 219 ადამიანი. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ბალისტიკური რაკეტით დარტყმა კავშირგაბმულობის სამხედრო ინსტიტუტისა და საავადმყოფოს შენობებზე განხორციელდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, დმიტრი ლაზუტკინის განცხადებით, დარტყმის დროს ინსტიტუტში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.
იერიშის შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ნანგრევებში, შესაძლოა, 15-მდე ადამიანი იყოს მოყოლილი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ხვალიდან პოლტავის ოლქში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.