პოლონეთში ტურისტული ავტობუსის გადატრიალებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 16 ადამიანი
პოლონეთში ტურისტული ავტობუსის გადატრიალებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 16 ადამიანი.
RMF24-ის ინფორმაციით, ინციდენტი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, კუიავსკო-პომორსკის რეგიონში მოხდა.
ინციდენტის დროს ავტობუსში 50-მდე ტურისტი იმყოფებოდა, რომლებიც ექსკურსიაზე გდანსკში მიემგზავრებოდნენ. დაშავებულთაგან ექვსი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოში ვერტმფრენებით გადაიყვანეს.
დაუდგენელი მიზეზით, ავტობუსი ჯერ გზის საავტომობილო გზის საპირისპირო ზოლში გადავიდა, შემდეგ კი ამოტრიალდა. მანქანა კერძო ტურისტულ კომპანიას ეკუთვნის.