პოლონეთში თავდაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეებმა უწყების შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს
პოლონეთში თავდაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეებმა უწყების შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. სამინისტროს შენობის წინ შეკრებილი ათასამდე დემონსტრანტი ხელფასების გაზრდას ითხოვს, რომელიც, მათი თქმით, ხუთი წლის განმავლობაში არ გაზრდილა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოხელეები ქვეყანაში ყველაზე დაბალ ანაზღაურებას იღებენ.
ამასთან, მათ სამინისტროს მისცეს ვადა სამშაბათს 12:00 საათამდე იმისთვის, რომ დაინიშნოს პირისპირ შეხვედრის ზუსტი თარიღი.