პოლონეთის ქალაქ ბელოსტოკის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მოწყობილობის ნამსხვრევები და ადვილად აალებადი სითხის კვალი აღმოაჩინეს.
წინასწარი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ტექნიკურად გამართული არ იყო, რის გამოც აფეთქებას მსხვერპლი არ მოყოლია.