პოლონეთში საქართველოს მოქალაქე სახლში გარდაცვლილი იპოვეს
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე სახლში გარდაცვლილი იპოვეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა.

უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო ოჯახთან კონტაქტზეა და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

„პოლონეთში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების თაობაზე. დაწყებულია საქმის მოკვლევა. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა ოჯახთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.