პოლონეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა.
პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის, თუმცა ბოლო ხუთი გამოკითხვის მიხედვით, რეალური შანსი მხოლოდ ორ მათგანს, მოქმედ პრეზიდენტ ანჯეი დუდასა და ვარშავის მერ რაფალ ტშასკოვსკის აქვს.
30 მილიონამდე ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის დაფიქსირება როგორ ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ 27 ათასზე მეტ საარჩევნო უბანზე, ასევე ფოსტის საშუალებითაც შეუძლია.
პროგნოზირებენ, რომ პირველ ტურში ხმათა 51 პროცენტის მიღებას ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეძლებს, რის გამოც დიდი ალბათობით, 12 ივლისს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ეგზიტპოლის პირველადი შედეგები გახდება ცნობილი.