საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში 28 ივნისს გაიმართება. კენჭისყრა მაისში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო გადაიდო.
„როიტერის“ ინფორმაციით, არჩევნების ახალი თარიღი პოლონეთის სეიმის სპიკერმა გამოცხადა. ამრიგად, პოლონეთში საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოცხადდა.
მანამდე პოლონეთის სეიმმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა შერეული წესით იქნება შესაძლებელი. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეეძლებათ სურვილისამებრ – უბანზე ან ფოსტით.