პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. პოლონეთის მმართველი „სამართლის და სამართლიანობის“ პარტია მესამედ შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას.
პოლონეთის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის არჩევნებში გამარჯვება ქვეყანას ევროკავშირიდან გასვლის გზაზე დააყენებს.
პოლონეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 21:00 საათზე დაიხურება.
პოლონეთის მოქალაქეები აირჩევენ სეიმის 460 წევრს და სენატის 100 წევრს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ვარაუდობს, რომ მმართველი „სამართლის და სამართლიანობის“ პარტია უპირატესობას მოიპოვებს, მაგრამ შეიძლება, დაკარგოს უმრავლესობა.
გარდა ამისა, ამომრჩევლები უპასუხებენ რეფერენდუმის კითხვებს – საპენსიო ასაკის, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის, ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან არალეგალური მიგრანტების მიღებისა და ბელარუსის საზღვრის გამაგრების შესახებ.