პოლონეთში სამგზავრო მატარებელი სატვირთო მანქანას შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ RMF24 ავრცელებს.
დაღუპულია ერთი და დაშავებულია 28 ადამიანი.
ავარია ადგილობრივი დროით 13:00 საათზე, ქვეყნის ჩრდილო-დასაველთით მდებარე დასავლეთ-პომერანიის რეგიონში მოხდა.
სატვირთო მანქანას, რომელსაც ხე-ტყის მსალა გადაჰქონდა, შჩეცინიდან მიმავალი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა.
გარდაცვლილი სატვირთო მანქანის მძღოლია. დაშავებულთა შორის მატარებლის მემანქანე და შვიდი ბავშვია. ინციდეტის გამო, რკინიგზის აღნიშნულ მონაკვეთზე მატარებლების მიმოსვლა შეიზღუდა.