პოლონეთში საფერავის წარდგენის ღონისძიება გაიმართა
პოლონეთში საფერავის წარდგენის ღონისძიება გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის, Peope PR-ის ორგანიზებით, პოლონეთის სომელიეთა ასოციაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში ქართული ღვინის, საფერავის დეგუსტაცია-სემინარი SaperaviExperience: Secrets of Georgia’s Red Treasure-ი გაიმართა.

100-ზე მეტი ადგილობრივი სომელიე დაესწრო პოლონეთის დაბა პშჭევში (Pszczew) გამართულ ღონისძიებას, რომელსაც სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის, „ო-ლილეს“ ხელმძღვანელი ქეთევან ფრანგულაიშვილი უძღვებოდა.

მონაწილეები ქართული ღვინის კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს და თანამედროვე ინდუსტრიას გაეცნენ.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, პოლონეთში, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 4,5 მილიონი ლიტრი ღვინო, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.