პოლონეთში  რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს
პოლონეთში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს

პოლონეთში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. დიპლომატის დაბარების მიზეზებთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

ცოტა ხნით ადრე პოლონურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პოლონეთში დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი.

პოლონეთის ტელევიზიის ცნობით, დაპატიმრებული პოლონეთის ენერგეტიკის სამინისტროს საქმიანობით იყო დაინტერესებული.

პარალელურად გამოცემა POLITICO ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს ევროპის ქვეყნების ნაწილი რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განცხადებს.

ჟურნალისტების მტკიცებით, მათ შორის სავარაუდოდ იქნება გერმანია, საფრანგეთი, ირლანდია, ნიდერლანდები, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, ბულგარეთი და ჩეხეთი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებას აპირებს აშშ-ც.