პოლონეთში რამდენიმე კვირაში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე დოზით აიცრან
პოლონეთში უახლოეს რამდენიმე კვირაში მოსახლეობას საშუალება ექნება, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრან.
შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ გააკეთა.
„გვქონდა შეხვედრა სამედიცინო სფეროს ექსპერტებთან. ჯანდაცვის მინსიტრთან ერთად შევთანხმდით, რომ ვაქცინის მესამე დოზით აცრა რამდენიმე კვირაში დაიწყება“, – განაცხადა მორავეცკიმ.
პრემიერის თქმით, ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება 18 წელს გადაცილებულ ყველა ადამიანს შეეძლება. ბუსტერ დოზის გასაკეთებლად, აუცილებელია, ბოლო ვაქცინაციიდან 6 თვე იყოს გასული.
გასული დღე-ღამის განმავლობაში პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 5 600 ახალი შეთხვევა გამოვლინდა და 42 ადამიანი გარდაიცვალა.