ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პოლონეთის მთავრობა მარტის ბოლომდე წარადგენს გეგმას ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების შესახებ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ გზით ქვეყანა ფინანსურ სანქციებს აიცილებს თავიდან.
საკანონმდებლო ცვლილებები მყარი საწვავის ხარისხს შეეხება. ასევე, ამუშავებდა პროგრამა „პოლონეთი გამონაბოლქვის გარეშე“.
ევროპულმა სასამართლომ პოლონეთი ჰაერის ხარისხის მიმართულებით ნორმების შეუსრულებლობაში დამნაშავედ ცნო. ევროპული სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანა 2007 წლიდან დღემდე სისტემატურად არღვევს ნორმებს. მთავარ მიზეზად კი ელექტროსადგურების უმთავრეს საწვავად ნახშირის გამოყენება სახელდება.
ჯერჯერობით, პოლონეთის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიება არ გატარდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არ გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს, ევროკომოსიამ შესაძლოა, პოლონეთისთვის ყოველდღიური ფინანსური ჯარიმების დაწესების საკითხი დააყენოს დღის წესრიგში.