პოლონეთში, პოვიატის რეგიონში პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა
პოლონეთში, პოვიატის რეგიონში პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა

პოლონეთში, პოვიატის რეგიონში პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, ქართველების დაჯგუფება ქურდობის არაერთ საქმეში ფიგურირებდა და ერთი და იგივე მეთოდით მოქმედებდა.

გავრცელებული ცნობით, საქართველოს მოქალაქეები სახლებში უსაფრთხოების რგოლის გათიშვის შემდეგ ფანჯრიდან შედიოდნენ და ფულს, ძვირფასეულობას, ელექტრონულ აღჭურვილობასა და ტანსაცმელს იპარავდნენ.

პოლონეთის პოლიციამ ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე „ოპელ ასტრის“ მარკის ავტომობილი გააჩერა, რომელშიც ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ავტომობილის შემოწმების შემდეგ, პოლიციამ მოპარული ფული და ძვირფასეულობა აღმოაჩინა.

ერთი დაკავებული 29 წლისაა, დანარჩენების ასაკი ასაკი კი 35-დან 43 წლამდეა. დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ბრალი ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებაში მონაწილეობაში ედებათ. მათ სავარაუდოდ, 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.