პოლონეთში, საჯარო სივრცეებში პირბადის გარეშე გამოჩენის გამო პოლიციამ 13 ათასი ჯარიმა გამოწერა. სტატისტიკური მონაცემები აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.
სამართალდამცველებმა სულ დააჯარიმეს 13 030 მოქალაქე, რომელიც კანონს არღვევდა, აქედან 4 898 საქმე სასამართლოში გადაგზავნეს.
30 მაისიდან პოლონეთში, ქუჩაში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ არის, მაგრამ მოქალაქეებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია.
პირბადის გარეშე აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, ასევე მაღაზიებში, კინოეთეატრებსა და სილამაზის სალონებში შესვლა. პირბადის ტარება არ არის აუცილებელი სამსახურში იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი თანამშრომლებს შორის ორმეტრიანი დისტანციის დაცვას უზრუნველყოფს.