პოლონეთში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა ზაზა სარალიძეს თანადგომა გამოუცხადეს
პოლონეთში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა, ვარშავაში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც აქციაზე აღინიშნა, მონაწილეები თანადგომას უცხადებენ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამას, ზაზა სარალიძესა და სხვა შვილმკვდარ მშობლებს. აქციის მიზანიც, მათი თქმით, სოლიდარობისა და თანადგომის გამოცხადება იყო.
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ თბილისში ორი დღეა აქციები მიმდინარეობს. სოლიდარობის აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გაიმართა.