პოლონეთში მიწისძვრის შედეგად ერთი მეშახტე დაიღუპა და სამი დაკარგულად ითვლება
პოლონეთში მიწისძვრის შედეგად ერთი მეშახტე დაიღუპა და სამი დაკარგულად ითვლება.
ერთი მეშახტე ამ დრომდე შახტშია ბლოკირებული. ამ ეტაპზე მისი გადარჩენის მიზნით სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
3,4 მაგნიტუდის მიწისძვრა პოლონეთში გუშინ მოხდა, რასაც იაშტემბე-ზდრუიში მდებარე სოფიოვკას შახტში ძლიერი აფეთქება მოჰყვა. ამ დროს შახტში 250 ადამიანი იმყოფებოდა. ევაკუაციის შემდეგ, შვიდ მეშახტეს ვერ მიაკვლიეს. მოგვიანებით ორი მეშახტის ამოყვანა მოხერხდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.