პოლონეთში მიმდინარე სასწავლო წელს სწავლა არ განახლდება. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ პოლონეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო. ორშაბათიდან ქვეყანაში სილამაზის სალონები და რესტორნები გაიხსნება.
პოლონეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 17649 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით ქვეყანაში 869 ადამიანი დაიღუპა.