პოლონეთში კათოლიკე მღვდელმსახურებმა „ჰარი პოტერის“ წიგნები სახალხოდ დაწვეს. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კოშალინში მოხდა.
როგორც მღვდლები ამბობენ, აღნიშნული წიგნები „ღვთის მიმართ შეურაცხმყოფელი შინაარსისაა“.
ჯოან როულინგის ცნობილ რომანებთან ერთად პოლონელმა მღვდლებმა სხვა წიგნებიც დაწვეს.
მომხდარის ამსახველი ფოტოები სოციალური ქსელებით გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ წიგნების საჯაროდ დაწვას ბავშვებიც ესწრებოდნენ.