პოლონეთში მასწავლებლები გაიფიცნენ. დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ათასობით სკოლა არ იმუშავებს. პედაგოგები ხელფასების 30 პროცენტით გაზრდას ითხოვენ.
პოლონეთში მასწავლებლის ხელფასი 929 ევროა, რაც პოლონეთის მოქალაქეების საშუალო ხელფასზე დაბალია.
როგორც პოლონური მედია წერს, პედაგოგების გაფიცვის გაჭიანურების შემთხვევაში შესაძლოა, სკოლებში გამოცდები ჩაიშალოს.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთის მმართველმა პარტია ამომრჩევლებს სოციალური პროგრამების გაფართოებას დაჰპირდა, თუმცა ეს პედაგოგებს არ ეხებათ, რამაც მასწავლებელთა პროფკავშირების აღშფოთება გამოიწვია.