პოლონეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ქვეყნის მაშტაბით 12 მაღარო დაიხურა
პოლონეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ქვეყნის მაშტაბით 12 მაღარო დაიხურა

პოლონეთის მაღაროებში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების გამო ქვეყნის მაშტაბით 12 მაღარო დაიხურა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შაბათს ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის რეკორდული რაოდენობა, 24 საათში 576 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათი 60 პროცენტი კი, მაღაროებს უკავშირდება.

პოლონეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 26 561 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 1 157 ადამიანი.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები ქვეყანაში გასულ კვირას შემსუბუქდა, პოლონეთში ბარები, რესტორნები და სასტუმროები გაიხსნა.