პოლონეთში, მესკოს იარაღის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა.
პოლონური მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 59 წლის მამაკაცი.
„აფეთქება სარაკეტო საწვავის ცენტრში მოხდა, რომელიც ექსპლუატაციაში რამდენიმე წლის წინ შევიდა“, – განაცხადა ქარხნის მენეჯერმა, ელზბიეტა შრენიავსკამ.
აფეთქების დროს ცენტრში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ერთმა გასვლა მოასწრო, ერთი დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.