პოლონეთში ფერმერთა ჯგუფმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტისკენ მიმავალი ერთ-ერთი ავტომაგისტრალი გადაკეტა
პოლონეთში ფერმერებმა უკრაინის სასაზღვრო-გამშვები პუნქტისკენ მიმავალი ერთ-ერთი ავტომაგისტრალი გადაკეტეს. დემონსტრანტები მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთულ მანქანებს ატარებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრაციაში დაახლოებით ათი ფერმერი მონაწილეობს. ფერმერები პოლონეთის ბაზარზე ჭარბი რაოდენობით უკრაინული მარცვლეულის შეტანას და ბაზრის სტაბილიზაციის შესახებ მთავრობის მიერ დაპირების შეუსრულებლობას აპროტესტებენ.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დემონსტრაციას ორშაბათამდე გააგრძელებენ.
პოლონეთის პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში აცხადებენ, რომ მანქანებს სხვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტებისკენ გადაამისამართებენ.
პოლონეთსა და მის მეზობელ რამდენიმე ქვეყანას აკრძალული აქვთ უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების უკრაინიდან იმპორტი, დაშვებულია მხოლოდ ტრანზიტი.