პოლონეთში დამოუკიდებლობის დღეს ულტრამემარჯვენეთა მარში გაიმართა
პოლონეთში დამოუკიდებლობის დღეს ულტრამემარჯვენეთა მარში გაიმართა

პოლონეთში დამოუკიდებლობის დღეს ულტრამემარჯვენეთა მარში გაიმართა.

„ევრონიუსის“ ცნობით, ვარშავაში გამართული მსვლელობის მონაწილეებს ხელში ეროვნული დროშები ეჭირათ და ნაციონალისტურ სლოგანებს სკანდირებდნენ. მათი ნაწილი პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლას ითხოვდა.

პოლონელი ულტრამემარჯვენეების გარდა, მიტინგს იტალიელი ნაციონალისტებიც შეუერთდნენ.

ვარშავის გარდა ანალოგიური მსვლელობა გაიმართა ვროცლავშიც. ამ შემთხვევაში პოლიციამ ულტრამემარჯვენეების შეკრების მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალა. როგორც მერიაში განაცხადეს, აქციის მონაწილეები სიძულვილის ენით საუბრობდნენ და პიროტექნიკას უნებართვოდ იყენებდნენ.