პოლონეთში დაკავებული ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სხვადასხვა ციხეში გაგზავნეს
პოლონეთში დაკავებული ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სხვადასხვა ციხეში გაგზავნეს.
პოლონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, მარიუშ კამინსკის ქალაქ რადომის ციხეში მოათავსებენ, მაჩიეი ვასიკს კი – ქალაქ ოსტროლეკას მახლობლად მდებარე ციხეში.
ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მანამდე შიმშილობა გამოაცხადეს. პოლონური მედია ასევე იტყობინება, რომ პოლიტიკოსები უახლოეს მომავალში, შესაძლოა, სხვა ადგილებში გადაიყვანონ.
მარიუშ კამინსკი და მაჩიეი ვასიკი 9 იანვარს პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში დააკავეს.