პოლონეთში დააკავეს ცხრა პირი, რომლებიც რუსეთის დაკვეთით დივერსიის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილი
პოლონეთში დააკავეს ცხრა პირი, რომლებიც რუსეთის დაკვეთით დივერსიის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილი. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„ამჟამად დაკავებული გვყავს ცხრა ეჭვმიტანილი, რომლებიც უშუალოდ რუსეთის დაზვერვის სამსახურების ბრძანებით იყვნენ ჩართული პოლონეთში დივერსიულ აქტებში. ეჭვიმატანილები უკრაინის, ბელარუსისა და პოლონეთის მოქალაქეები არიან“, – განაცხადა ტუსკმა.
ტუსკის თქმით, მომხდარის თაობაზე მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიება.
ამასთან, როგორც დონალდ ტუსკმა აღნიშნა, დივერსიის მცდელობა იყო არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ ლიეტუვაში, ლატვიაში, სავარაუდოდ, შვედეთშიც და პოლონეთის შესაბამისი სამსახურები საკითხზე მოკავშირეებთან ინტენსიურად მუშაობენ.