„როიტერის“ ინფორმაციით, პოლონეთში ბუნკერებსა და თავშესაფრებს ამოწმებენ
პოლონეთში ბუნკერებისა და თავშესაფრების შემოწმება დაიწყეს.
„როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა განცხადება.
მისივე თქმით, შემოწმება შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ 62 000 თავშესაფარს, რომლებსაც დაბომბვის შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა შეაფარონ თავი.
როგორც პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, შემოწმების დაწყება დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და უბრალოდ, დროში დაემთხვა რუსეთის მიერ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს.
თუმცა, პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი თანამშრომლობენ უკრაინელ კოლეგებთან და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების დროს, მათ რეკომენდაციას და გამოცდილებას ეცნობიან.
„ჩვენ ვემზადებით ყველა ბნელი სცენარისთვისაც კი. ჩვენ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სცენარის განვითარების ალბათობა დაბალია“, – განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მაცეი ვანსკიმა.