პოლონეთში ბოლო დღე-ღამეში, ნოემბრის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღას ებრძვის.
პოლონეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 17 260 ადამიანი დაინფიცირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 1.8 მილიონზე მეტ პირს გამოუვლინდა, მათ შორის, კორონავირუსმა 45 997 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.