პოლონეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
პოლონეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 25 052 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ნოემბრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 1 931 921 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 47 578 ადამიანი.