პოლონეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 21 045 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 375 ადამიანი
პოლონეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 21 045 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ნოემებრის შემდეგ ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბოლო დღე-ღამეში ვირუსით 375 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის საავადმყოფოებში 18 686 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების გამო მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 1 849 424 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, სულ გარდაცვლილია 46363 ადამიანი.