პოლონეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 12 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
პოლონეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 12 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღეების მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტია.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 12 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 7 იანვრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 13 477 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 1 321 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 1 661 109 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 42 808 ადამიანი.