პოლონეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 24 692 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 373 პაციენტი კი გარდაიცვალა
პოლონეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 24 692 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 373 პაციენტი კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 18 654 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყნის მთავრობამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვები დააწესოს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 414 844 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 6 102 პაციენტი გარდაიცვალა.