პოლონეთში აცხადებენ, რომ ქვეყანა რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფისგან კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა
პოლონეთში აცხადებენ, რომ ქვეყანა რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფისგან კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა

პოლონეთში განაცხადეს, რომ ქვეყანა რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფისგან კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა.

ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის განმარტებით, ვირუსული პროგრამა პოლონეთის სამთავრობო დაწესებულებებზე APT28 ჯგუფმა გაავრცელა.

მათი იდენტიფიცირება ტექნიკური ინდიკატორებითა და წარსულში განხორციელებულ თავდასხმებთან მსგავსებით გახდა შესაძლებელი.

„ეს ჯგუფი დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარ სადაზვერვო დირექტორატთან“, – ნათქვამია ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთი კიბერთავდასხმების განხორციელებაში ნატო-ს რამდენიმე ქვეყანამაც დაადანაშაულა.