პოლონეთში აცხადებენ, რომ ბერლინში უკრაინის შესახებ გამართული მოლაპარაკებებიდან მათი გამორიცხვა შეცდომა იყო
პოლონეთში აცხადებენ, რომ ბერლინში უკრაინის შესახებ გამართული მოლაპარაკებებიდან მათი გამორიცხვა შეცდომა იყო

პოლონეთში მიიჩნევენ, რომ პოლონეთისა და უკრაინის ლიდერების გამორიცხვა გასულ კვირას ბერლინში გამართული აშშ-ის, გერმანიის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერების შეხვედრიდან, რომელიც ფოკუსირებული იყო უკრაინის დახმარებაზე, შეცდომა იყო.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბერლინში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს.

„საუბარი თუ არის უკრაინის დახმარებაზე, უბრალოდ შეცდომაა, რომ არც უკრაინა და არც პოლონეთი არ მონაწილეობდნენ ამ შეხვედრაში. როდესაც ვსაუბრობთ უკრაინის დახმარებაზე, პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ პოლონეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად ეხმარება უკრაინას; და მეორე, უკრაინისთვის რაიმე სახის დახმარების მიწოდებების 90% პოლონეთის ტერიტორიაზე გადის“, – განუცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, პაველ ვრონსკიმ „როიტერს“.