პოლონეთში აცხადებენ, რომ ბელარუსმა სამხედროებმა სასაზღვრო ბარიერების განადგურება სცადეს
პოლონეთში აცხადებენ, რომ ბელარუსმა სამხედროებმა სასაზღვრო ბარიერების განადგურება სცადეს

პოლონეთში აცხადებენ, რომ ბელარუსმა სამხედროებმა სასაზღვრო ბარიერების განადგურება სცადეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ჩერმახთან მოხდა. ძალოვანი უწყების ცნობით, ბელარუსმა მესაზღვრეებმა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე დროებით აღმართული ღობის და მავთულხლართების დანგრევა სცადეს მანქანით. გარდა ამისა, სასაზღვროს ინფორმაციით, პოლონელი ჯარისკაცებისთვის მხედველობის შეზღუდვის მიზნით, ბელარუსი სამხედროები ლაზერის სხივებს და სტრობულ განათებას იყენებენ.

ამასთან, სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ბელარუსი მესაზღვრეების მახლობლად მიგრანტებისგან შემდგარი ჯგუფი საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას ელოდა, რომლებიც ბელარუსის მხარემ ცრემლსადენი გაზით აღჭურვა, რომელიც პოლონელი მესაზღვრეების წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინათ.

მედიის ცნობით, ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია, რადგან როგორც პოლონეთის, ისე ბელარუსის სასაზღვრო ზონაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და ჟურნალისტების და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლების დაშვება შეზღუდულია.

ამასთან, დღეს პოლონეთის პოლიციამ განაცხადა, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან ახლოს, სოფელ ვულკა ტერეხოვსკაიასთან სირიელი მამაკაცის ცხედარი იპოვა. ჯერჯერობით ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.