4 და 5 დეკემბერს პოლონეთში, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.
ჯვაროსნების მეტოქე საკმაოდ ძლიერი გუნდია – პოლონეთი ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა. პირველი შეხვედრა ბელხატოვში გაიმართა და მასპინძლებმა 4:2 მოიგეს.
დღეს კი მეორე საპრინგი გაიმართა – ამჯერად, ქალაქ ჩესტოხოვაში. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. მეორე ნახევარში კი, პოლონელთა უპირატესობა გამოიკვეთა და ისევ ორბურთიანი სხვაობით 3:1 მოიგეს.