პოლონეთმა ბელარუსის საზღვრის დასაცავად არმია გააგზავნა
პოლონეთმა ბელარუსის საზღვრის დასაცავად არმია გააგზავნა

პოლონეთმა ბელარუსის საზღვრის დასაცავად არმია გააგზავნა. როგორც პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ბელარუსის საზღვართან ამ მიზნით გაგზავნილია 900 სამხედრო მოსამსახურე.

ეს გადაწყვეტილება ვარშავაში მას შემდეგ მიიღეს, რაც ბელარუსიდან პოლონეთში გადასვლას აგვისტოს ბოლოდან დღემდე 2000 არალეგალი მიგრანტი შეეცადა.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1 175 შემთხვევაში საზღვრის უკანონო კვეთა მესაზღვრეებმა აღკვეთეს. კიდევ 760 ადამიანი კი დააკავეს და დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.

როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, ბელარუსის მმართველი რეჟიმი მიგრანტებს საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებს.

შეგახსენებთ, რომ მაისში ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ევროკავშირის მიერ სანქციების გამკაცრებაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ მინსკი მიგრანტებს ევროკავშირისკენ გზას გაუხსნის. ამის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ლიეტუვაში გადასვლის მსურველი მიგრანტების რიცხვი.