პოლონეთმა აშშ-ისგან „ამრაამის“ „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის ასობით რაკეტა შეიძინა, რომელსაც ქვეყანა 2029-2033 წლებში ეტაპობრივად მიიღებს.
კონტრაქტის ჯამური ღირებულება 783 მილიონ ევროს შეადგენს.
პოლონური შეიარაღების სააგენტო რაკეტების ზუსტ ოდენობას არ ასაჯაროებს.
პოლონეთი და აშშ მომდევნო კვირაში, ასევე, ხელს მოაწერენ „აპაჩის“ ტიპის 96 ერთეული საბრძოლო ვერტმფრენის შესყიდვის ხელშეკრულებას, რომლის ღირებულებაც ცხრა მილიარდი დოლარია, რითიც მოხდება მოძველებული ვერტმფრენების ჩანაცვლება.
აღსანიშნავია, რომ მაისში პოლონეთმა აშშ-ისგან F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის რაკეტები შეიძინა, რომელთა ღირებულებაც 735 მილიონი დოლარია და ვარშავა 2026-2030 წლებში მიიღებს.
პოლონეთი ევროპაში უძლიერესი არმიის შექმნას გეგმავს.
მოდერნიზაციის ფარგლებში ასევე მოხდება „ჰაიმარსის“ სისტემების, F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების, „შავი ქორის“ ტიპის ვერტმფრენების, 250 ერთეული ამერიკული „აბრამსისა“ და „ბაირაქტარის“ დრონების შესყიდვა.