პოლონეთისა და გერმანიის საზღვარზე კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ აქცია გაიმართა
პოლონეთისა და გერმანიის საზღვარზე კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

პოლონეთისა და გერმანიის საზღვარზე კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

მიტინგში ასობით პოლონელი მონაწილეობდა, რომლებიც გერმანიაში მუშაობენ და გერმანიის საზღვრის გადაკვეთა ყოველდღე უწევდათ.

დემონსტრანტები ევროკავშირის ქვეყნებში დაწესებულ შეზღუდვას ეწინააღმდეგებიან, რომლის მიხედვითაც საზღვრის გადაკვეთისას ნებისმიერ პირს სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლა უწევს.

პოლონეთის მოქალაქეებს მხარდაჭერა საზღვრისპირა გერმანული ქალაქის მცხოვრებლებმაც გამოუცხადეს. აქცია ხიდზე გაიმართა, რომელიც გერმანიისა და პოლონეთის ქალაქებს აკავშირებს. ანალოგიური აქცია გაიმართა პოლონეთისა და ჩეხეთის საზღვრის სიახლოვესაც.

მანამდე პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საზღვრები სულ მცირე 3 მაისამდე დახურული იქნება.