პოლონეთის ყველაზე გავლენიანი მოსამართლე ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებს
პოლონეთის ყველაზე გავლენიანი მოსამართლე ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებს

პოლონეთის ყველაზე გავლენიანი მოსამართლე მალგორზატა გერსდორფი ხელისუფლებას სასამართლო სისტემის წინააღმდეგ მოწყობილ “ამბოხსა და გადატრიალებაში” სდებს ბრალს.

“სახელმწიფო გადატრიალება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ ხორციელდება არა შეიარაღებული ძალების და პარლამენტის, არამედ ლეგალური ინსტიტუტების ბოროტად გამოყენების გზით”, – აცხადებს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე.

მალგორზატა გერსდორფის თქმით, მთავრობა ” უფსკრული პირას” დგას, რომელში გადაჩეხვის საფრთხე მთელ ქვეყანა ემუქრება.

მოსამართლემ ღია წერილი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც პოლონეთში სასამართლო სისტემის სადავო რეფორმა დაამტკიცეს.

„ვაფრთხილებ ხელისუფლებას, არ დაარღვიოს სოციალური კონტრაქტი მოქალაქეებთან, რომელიც კონსტიტუციის სახითაა დაწერილი”, – წერს გერსდორფი.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას ისახავს მიზნად.

ერთ-ერთი მუხლი პოლიტიკოსებს მისცემს საშუალებას, დანიშნონ საბჭოს წევრები, რომელიც მოსამართლეებს არჩევს. კიდევ ერთი სადავო მუხლი მოსამართლეთა პენსიაზე გასვლის ასაკს ეხება. თუ ეს კანონი ძალაში შევა, მოსამართლეთა 40%-ს თანამდებობის დატოვება მოუხდება.

გასულ კვირას ევროკავშირმა პოლონეთი გააფრთხილა, შეცვალოს კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრიუსელი ვარშავას სანქციებით ემუქრება.