პოლონეთის უზენაეს სასამართლოში აცხადებენ, რომ ქვეყანას შესაძლოა, ევროკავშირის დატოვება მოუწიოს
პოლონეთის უზენაეს სასამართლოში აცხადებენ, რომ ქვეყანას შესაძლოა, ევროკავშირის დატოვება მოუწიოს

პოლონეთის უზენაეს სასამართლოში აცხადებენ, რომ ქვეყანას შესაძლოა, ევროკავშირის დატოვება მოუწიოს.

ამის მიზეზი მთავრობის მიერ ინიცირებული სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმაა. ინიციატივის მიხედვით, მოსამართლეებს, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ დააყენებენ, ჯარიმა ან სამსახურიდან გათავისუფლება დაემუქრებათ.

პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლიანობა“ მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, მოსამართლეებს ასევე ეკრძალებათ „პოლიტიკურ აქტივობაში“ მონაწილეობა.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული რეფორმა სასამართლო სისტემაში კორუფციის დაძლევას მოემსახურება.

პოლონეთის უზენაეს სასამართლოში აცხადებენ, რომ ეს წინადადებები ევროკავშირის მოქმედ კანონმდებლობას არ შეესაბამება და მოსამართლეების დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს.

„პოლონეთისა და ევროკავშირის კანონმდებლობების შეუსაბამობის გამო, პოლონეთს შესაძლოა, ევროკავშირის დატოვებაც კი მოუწიოს“, – აცხადებენ უზენაეს სასამართლოში.

ოპოზიცია ასევე ამტკიცებს, რომ რეფორმა სპეციალურად არის შემუშავებული ისე, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ პოლონეთში, მაისში დაგეგმილ არჩევნებამდე დაასახელოს.