პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბელარუსის ორმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
ვარშავამ დაადასტურა, რომ ბელარუსის ვერტმფრენებმა დაარღვიეს პოლონეთის სახელმწიფო საზღვარი, – ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცე ბელარუსის ორმა ვერტმფრენმა დაარღვია.
„დადგინდა, რომ დღეს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია ბელარუსის ორმა ვერტმფრენმა, რომლებიც საზღვართან წვრთნებს ახორციელებდნენ. ბელარუსულმა მხარემ პოლონურ მხარეს ვარჯიშის შესახებ წინასწარ აცნობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა საზღვარზე ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდის, დამატებითი ძალებისა და რესურსების, მათ შორის საბრძოლო ვერტმფრენების გამოყოფის ბრძანება გასცა.
ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია ნატო-ც.
„გარდა ამისა, კომიტეტი დათანხმდა, რომ ბელარუსის საქმეთა დროებით რწმუნებულს გამოიძახებენ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მომხდარის ასახსნელად. შესაძლო შემდგომი პროვოკაციების გამო ყველას მოვუწოდებთ, პასუხისმგებლობით გავრცელდეს და გაუკეთდეს კომენტარი ინფორმაციას, რომელიც, შესაძლოა, გამოიყენონ რუსეთმა და ბელარუსმა“, – აღნიშნულია განცხადებაში.