პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის გადაცემული იარაღის გამოყენებაში პოლონეთი კიევს ტერიტორიულად არ ზღუდავს
პოლონეთი უკრაინისთვის გადაცემული იარაღის გამოყენებაში კიევს ტერიტორიულად არ ზღუდავს, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარი ტომჩიკმა განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა უკრაინაში გადაცემული პოლონური სამხედრო ტექნიკის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე, ტომჩიკმა აღნიშნა, რომ უკრაინელებს „შეუძლიათ იბრძოლონ ისე, როგორც სურთ“.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ უკრაინას, რომელიც დაექვემდებარა სასტიკ თავდასხმას, ამიტომ მას აქვს უფლება, დაიცვას თავი ისე, როგორც მიზანშეწონილად მიიჩნევს. პოლონეთი არ აწესებს შეზღუდვებს, როდესაც საქმე ეხება უკრაინელების მიერ პოლონური იარაღის გამოყენებას”, – აღნიშნა ტომჩიკმა.
მისი თქმით, ასეთი შეზღუდვების არსებობის შემთხვევაში, დასავლეთის ქვეყნებმაც უნდა გააუქმონ რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენების შეზღუდვები.